logo_geo
რეზო ხოფერია: ინგლისურის მასწავლებლობა ჩინეთში ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადია
- +

21 ივლისი. 2019. 00:03

 

„ჩინეთში სახელმწიფო და მშობლები ბავშვების განათლებაში დიდ თანხას დებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას შვილი, იურისტი რეზო ხოფერია,  რომელიც ჩინეთში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„აქ ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობ, სხვა სამსახურის შოვნა ჩვენთვის შეუძლებელია. ჩინეთში ახლა განათლების ბუმია. სახელმწიფო და მშობლები ბავშვების განათლებაში დიდ თანხას დებენ. ერთ ბავშვსაც ვერ ნახავთ, სახელმწიფოს დახმარებით  ინგლისურს რომ არ სწავლობდეს.

ინგლისურის მასწავლებლობა აქ ყველაზე პრესტიჟულია და მაღალანაზღაურებადია. თბილისის ქუჩაში რომ ვინმე დამსახურებული ადამიანი გამოვა და ყველა ცნობს, ასეა აქ ინგლისურის მასწავლებელი. ყველამ იცის, რომ მასწავლებელი ვარ. ევროპული გარეგნობის ადამიანს რომ ხედავენ, იციან, რომ ან მასწავლებელია, ან სტუდენტი. დიდ სითბოს ვიღებ. ცდილობენ, სპეციალური პროგრამების მეშვეობით გადათარგმნონ, რისი თქმაც უნდათ და დაგელაპარაკონ. რომ შეგნიშნონ, რაღაცას ეძებ, ვინმე მოვა და გკითხავს, დახმარება ხომ არ გჭირდება.

 

უსაფრთხო ქვეყანაა, დანაშაული ფაქტობრივად არ ხდება. უმუშევრობა არ არსებობს, ყველა დასაქმებულია. შეიძლება ორი კაცის გასაკეთებელ საქმეს ხუთი აკეთებდეს, მაგრამ ყველა დასაქმებულია, ხალხიც ამიტომაა კეთილგანწყობილი, ვფიქრობ, ეს სოციალიზმის მწვერვალია. ალბათ კაპიტალისტურ-სოციალისტური ნაზავია, რომელმაც ზენიტს მიაღწია. ქალაქებს შორის მოძრაობს მატარებელი, რომელიც 300 კილომეტრზე მაღალი სიჩქარით დადის. ყველანაირი ტექნიკა სუპერ განვითარებულია და საზოგადოება -მოწესრიგებული. დიდ ქალაქებში ცოტა სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემებია“, - აღნიშნავს რეზო ხოფერია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი