logo_geo
ანა მჭედლიძე: ვცილობთ, უცხოელებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები გავუზიაროთ...
- +

21 ივლისი. 2019. 02:55

 

„მეგობრებთან ერთად, ბუქარესტში ვიყავი. პარლამენტის შენობაში ღვინის ფესტივალი იყო“, - ამის შესახებ მსახიობი ანა მჭედლიძე ჟურნალ „გზასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„თუ ვინმე გვკითხავს, საიდან ვართ, პირდაპირ ვიწყებთ საუბარს, როგორი ლამაზია საქართველო, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ-თქო. ისინი თავიანთი ქვეყნის შესახებ გვიყვებიან. ასე ვცვლით ინფორმაციას. მახსოვს, მეგობრებთან ერთად, ბუქარესტში ვიყავი. პარლამენტის შენობაში ღვინის ფესტივალი იყო. ღვინის მწარმოებელ ერთ კაცს ვესაუბრებოდით და გვითხრა, - საქართველოს, ქართული ღვინის შესახებ არაფერი ვიციო. იმდენი ველაპარაკე, მითხრა: საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვიდე, მით უმეტეს, რომ ღვინის სამშობლო ყოფილაო... ვცდილობთ, უცხოელებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები გავუზიაროთ. ასევე, მათგანაც გავიგოთ...

საერთოდ, როცა რომელიმე ქვეყანაში მივემგზავრებით, წინასწარ ვიცით, რა უნდა ვნახოთ, რომელი ღირსშესანიშნაობა რასთან ახლოს მდებარეობს... ლოკაციებს წინასწარ ვეცნობით. ახალ წელს პოლონეთში, ვარშავაში ვიყავით, მაგრამ მაშინ ვერაფერი ვნახეთ, რადგან ყველაფერი დაკეტილი იყო. უბრალოდ, ქუჩებში სეირნობით დავკმაყოფილდით“, - აღნიშნავს ანა მჭედლიძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი