„რუსთავი 2“-ში პირველად რომ მივედი, იმის შემდეგ ნიკა გვარამია არ მინახავს და არც გამოჩენილა!“ - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სალიას შეფასებით, ნიკა გვარამიას განცხადება - „ყავას არ დაგალევინებთ“ - პროვოკაცია იყო, რომელსაც არ წამოეგებოდა.
„გვარამიამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მელაპარაკოს, მაგრამ მისიც მესმის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამია შოკირებული იყო. არ ვარ ის კაცი, ემოციებს ავყოლოდი და პროვოკაციებს წამოვგებოდი!“ - განაცხადა პაატა სალიამ.