logo_geo
პაატა სალია: არ ვარ ის კაცი, ემოციებს ავყოლოდი და პროვოკაციებს წამოვგებოდი!
- +

23 ივლისი. 2019. 19:13

 

 

„რუსთავი 2“-ში პირველად რომ მივედი, იმის შემდეგ ნიკა გვარამია არ მინახავს და არც გამოჩენილა!“ - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

სალიას შეფასებით, ნიკა გვარამიას განცხადება - „ყავას არ დაგალევინებთ“ - პროვოკაცია იყო, რომელსაც არ წამოეგებოდა.

 

„გვარამიამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა მელაპარაკოს, მაგრამ მისიც მესმის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამია შოკირებული იყო. არ ვარ ის კაცი, ემოციებს ავყოლოდი და პროვოკაციებს წამოვგებოდი!“ - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი