logo_geo
ილია მეორის წერილი საქართველოს საგადასახადო და შემოსავლების მინისტრს მიხეილ მაჭავარიანს (2001 წელი)
- +

17 თებერვალი. 2017. 16:39



გაზეთმა კვირის პალიტრამ" ილია მეორი ექსკლუზიური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც შესულია კათოლიკოს-პატრიარქის ოთხტომეულში.


საქართველოს საგადასახადო და შემოსავლების მინისტრს, ბატონ მიხეილ მაჭავარიანს:


„მოგმართავთ დაბა ფასანაურის სულიერების და კულტურის ცენტრის დაარსების სურვილით. უკვე კარგა ხანია, რაც მოსახლეობა ქალაქისაკენ ისწრაფვის და თანდათან ცარიელდება პერიფერიული რეგიონები, განსაკუთრებით კი - მთიანი მხარე. ამ პროცესმა უფრო სერიოზული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც ეკონომიკურად ძალიან გაუჭირდა მოსახლეობას. საპატრიარქომ გადაწყვიტა, სულიერების და კულტურის ცენტრები დააარსოს, უპირველეს ყოვლისა, იმ ადგილებში, სადაც დასაქმებისა და მიგრაციის პრობლემებია. ასეთი ცენტრი უკვე გაიხსნა ყაზბეგში, სოფელ სნოში, მალე იგი ამოქმედდება მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში. მოხარულნი ვიქნებით, თუ დაბა ფასანაურშიც, იქ, სადაც ამ რამდენიმე წლის წინ უნივერმაღი იყო და უფრო ადრე კი ეკლესია ფუნქციონირებდა, ასეთივე სავანე შეიქმნება. ვფიქრობ, ამ შენობის ფართი საშუალებას იძლევა, მიმდებარე სოფლების ბავშვებსაც და მოსახლეობასაც ვასწავლოთ ქრისტიანული რწმენის საფუძვლები და ხელოვნება, გალობა, ხატწერა, ქარგვა; ამასთან, მივცეთ მათ შესაძლებლობა დასაქმებისა. ვფიქრობთ, ეს საშვილიშვილო საქმეა და, თუ თქვენ შეძლებთ ფინანსურ დახმარებას და ხელშეწყობას მის განსახორციელებლად, დიდ მადლს მოიპოვებთ ღვთისა და ხალხის წინაშე. ღმერთმა დაგლოცოთ.


ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 18 მაისი, 2001 წელი". 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი