logo_geo
ჯაბა ხუბუა: ღმერთო ჩემო, ასეთი უტიფრობა და უნამუსობა მართლაც ამაზრზენია
- +

24 ივლისი. 2019. 15:33

 

„რუსთავი 2“-ის კანონიერი მეპატრონე ქიბარ ხალვაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს!“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„ის, რასაც ახლა „რუსთავი 2“-ის ე.წ. წამყვანი სახეები და ჟურნალისტებად წოდებული მედიაზონდერები ქიბარ ხალვაშისა და არხის გენერალურ დირექტორს პაატა სალიას სთავაზობენ, სწორედ რომ კოჰაბიტაციაა. კერძოდ, სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტები ტელევიზიის კანონიერი მფლობელისგან ითხოვენ - კონტრაქტები გაგვიფორმეთ, სამსახურიდან არ გაგვიშვათ და „სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია“ მოგვეცითო.

 

ვგონებ, არავის სჭირდება ახსნა, რომ იმაში, რასაც „რუსთავი 2“-ის ზონდერჟურნალისტები „სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას“ უწოდებენ, რეალურად, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამოკიდებული სარედაქციო პოლიტიკა იგულისხმება. დიახ, ნოდარმელაძეებსა და ეკაკვესიტაძეებს, ნანუკაჟორჟოლიანებსა და თენგოგოგოტიშვილებს სურთ, „რუსთავი 2“-ზე მუშაობა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ ნაკარნახევი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელონ. უნდათ, ისევ ის პროპაგანდა აწარმოონ, რომლითაც საზოგადოებას წლების განმავლობაში წამლავდნენ.

 

ნახეთ, რა ხდება:

კაცს, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული ტელევიზია წლების შემდეგ ძლივს დაიბრუნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ჟურნალისტები სთხოვენ - გარანტია მოგვეცი, რომ შენი ტელევიზიიდან კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მსახურებას გავაგრძელებთ, პირობა დაგვიდე, რომ სააკაშვილის დაკვეთილი პროპაგანდის წარმოებაში ხელს არ შეგვიშლიო.

 

ღმერთო ჩემო, ასეთი უტიფრობა და უნამუსობა მართლაც ამაზრზენია. ასეთი რამის საკადრებლად მარტო შუბლის ძარღვის გაწყვეტა არ კმარა, რადგან შეიძლება შუბლის ძარღვის გაწყვეტა იმას გულისხმობდეს, რომ შუბლის ძარღვი ოდესღაც გქონდა და მერე გაგიწყდა. ამისთვის, რასაც რუსთავიორელი ზონდერჟურნალისტები კადრულობენ, საჭიროა, უშუბლისძარღვობა დედის მუცლიდანვე დაგყვეს.

 

ერთი სიტყვით, ქიბარ ხალვაში ცოცხალი თავით არ უნდა შევიდეს კოჰაბიტაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მედიაზონდერებთან, რომლებსაც ამ ქვეყნის გაუბედურებასა და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამყარებაში თვითონ სააკაშვილზე, ბოკერიაზე, მერაბიშვილსა და ადეიშვილზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვით“, - წერს ხუბუა. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი