logo_geo
„კიწმარიშვილმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თქვა ასეთი ფრაზა - „სააკაშვილს 12 მილიონი უნდა გავაგდებინო!“
- +

24 ივლისი. 2019. 17:27

 

„2009 წლის 18 ივლისს საქართველოში ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ზუსტად 10 წლის შემდეგ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის ღორების ფერმის წინააღმდეგ მომაკვდინებელი ვერდიქტი გამოიტანა! მართლაც, სტრასბურგმა სრულად გაიზიარა ქართული სასამართლოს 2017 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება და ბეჭედი დასვა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის კოლეგია არაფერში შემცდარა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების შესაჩერებლად ვერავითარ აზრს ვეღარ ვხედავთო!“ - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სტატიაში წერს.

 

„ეს იმას ნიშნავს, რომ აზრდაკარგულთა და გონებაშეზღუდულთა წკმუტუნსა და კრიახს დიდი წერტილი დაესვა!

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც წლების განმავლობაში სისხლის, ცრემლების, ცხედრებისა და ათასნაირი ცოდვის ბუნაგად იქცა, საბოლოოდ მიაკუთვნეს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელსაც პათოლოგმა სააკაშვილმა დიღომში სავაჭრო ცენტრი გადაუბუგა და ქვეყნიდან გააქცია.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, სამართლიანობა აღდგა და „რუსთავი 2“ თავის ნამდვილ პატრონს დაუბრუნდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ქიბარ ხალვაში გამარჯვებას ზეიმობს და ყელამდე ჩაფლულია სიამისა და სიტკბოს ჰალვაში, ხოლო სააკაშვილი და მისი ღორების ფერმა, რომლებსაც შავი დღეები უდგათ, ჩარჩენილი არიან ნაგავში!

 

სააკაშვილი ყელამდე სისხლსა და ნაგავში ფართხალებდა, როცა გაპრეზიდენტებიდან ექვს თვეში ცხინვალში ბინძური პროვოკაციები მოაწყო და კოკოითსა და მის ხროვას ქართველი პოლიციელები დააჩოქებინა!

 

სააკაშვილი და მისი მიკროფონიანი ღორები სისხლსა და სიმყრალეში იდგნენ, როცა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა ერთობლივად შენიღბეს, ხოლო 2008 წლის აგვისტოს კატასტროფა გამარჯვებად გაასაღეს!

 

სააკაშვილი სისხლსა და სიბინძურეში იდგა მაშინაც, როცა ეროსი კიწმარიშვილი დაქირავებულ ქილერებს გაასაღებინა, რითაც 12 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა თავიდან აირიდა. ცნობისთვის: ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კიწმარიშვილმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თქვა ასეთი ფრაზა - „სააკაშვილს 12 მილიონი უნდა გავაგდებინო!“

 

სააკაშვილმა „ქვების გროვა“ და ნაგავი უწოდა იმ 150 ქართულ სოფელს, რომელიც მისი მოღალატური და კაპიტულანტური პოლიტიკის წყალობით 2008 წელს გულიდან მოგვგლიჯეს და მერე საოკუპაციო ხაზის მანიშნებლად მავთულხლართები გაგვიბეს!

 

უთვალავ-უანგარიშოა სააკაშვილის ცხოვრება და ქონება; სად არ იყიდა და აიშენა სრა-სახლები - საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, ფლორიდაში, მონაკოში, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი და მისი ღორების კოლტი დგანან, იდგნენ და ყოველთვის იდგებიან ნაგავში!

 

სააკაშვილსა და მის ფერმას საქართველოსთან შეეშალათ, რადგან ქვეყანა ადაფხანად და ჩეჩმად გაიხადეს, თორემ აბა, ომი უმსხვერპლოდ და უსისხლოდ სად გაგონილა და ვის უნახავს? სხვა საკითხია, შეიძლებოდა თუ არა იმ დასაქცევი ომის თავიდან აცილება და რას აკეთებდა ნაგავში ყელამდე ჩაფლული სააკაშვილი მაშინ, როცა ჩვენი ბიჭების ცოდვით ქართლის მიწას ცეცხლის ალმური ასდიოდა?!

 

ამ კითხვაზე გერმანელმა პორნომასაჟისტმა, დოქტორმა დოტმა საქართველოში აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფოტოსურათებით გასცა პასუხი, რითაც ცხადი გახდა, რომ გარყვნილმა, სისხლიანმა და ნაგავმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაგანია ომის დროს ამძუვნებული პორნომასაჟისტისთვის მოიცალა“, - ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი