logo_geo
Facebook-ი $5 მილიარდით დაჯარიმდა
- +

25 ივლისი. 2019. 03:06

 

აშშ-ის მარეგულირებელმა კომპანიამ  Facebook-ს ჯარიმის სახით 45 მილიარდის გადახდა დააკისრა. მიზეზი კონფიდენციალურობის დარღვევაა.

 

მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

 

ფედერალური სამსახურის განმარტებით, ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც რომელიმე კომპანიის მიმართ დაწესებულა მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის.

 

მათივე განმარტებით, მსგავსი მასშტაბის ჯარიმა არც შეერთებული შტატების მთავრობას დაუკისრებია რაიმე სახის დარღვევისთვის.

 

Facebook-მა განაცხადა, რომ ჯარიმას გადაიხდის, ხოლო ფედერალური კომისიის მიერ წარმოდგენილმა შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალ კონცეფციას, რომელიც მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვისკენ იქნება მიმართული.

 

 

 

big_banner
არქივი