logo_geo
პაატა სალია: ადამიანმა თავისი უფლებები რომ აღიდგინა და ამისთვის მოვედი „რუსთავი 2“-ში, ეს არის ჩემი დანაშაული?
- +

25 ივლისი. 2019. 15:06

 

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში დავით ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პაატა სალია „ბინძურ დავალებას ასრულებს“.

 

როგორც სალიამ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა „ბინძური დავალების შესრულება“.

 

„რაც უნდათ, ის ილაპარაკონ! რა არის ბინძური დავალების შესრულება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა? ადამიანმა თავისი უფლებები რომ აღიდგინა და ამისთვის მოვედი „რუსთავი 2“-ში, ეს არის ჩემი დანაშაული? სტრასბურგმა დაადასტურა ჩვენი სიმართლე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ვერ გამოიყენეს საპროცესო შესაძლებლობები და თუ მართლები იყვნენ, თავიანთი სიმართლე ვერ დაამტკიცეს! რა უნდათ, რას გვედავებიან, ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი