logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: თამარ ბაღაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტია
- +

25 ივლისი. 2019. 17:19

 

 

„სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და „რუსთავი 2“ სრულად გათავისუფლდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლისგან! როგორ ფიქრობთ, სწორი იქნება, ახალმა ხელმძღვანელობამ რომ თქვას - როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ისე გააშუქეთ ყველაფერიო?!“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„პირდაპირ გეტყვით, თამარ ბაღაშვილი, რომელსაც ჟურნალისტი ჰქვია, ძალიან მაღალ პოზიციაზეა „ნაციონალურ მოძრაობაში“, მეტიც, მიხეილ სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტია. როცა ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, სააკაშვილმა დედაბუდიანად იყიდა და დღემდე მას ემსახურება, როგორც ყურმოჭრილი მონა. ეს არის ადამიანი, რომელიც ეთერში ხელშეხვეული ჯდება, კადრში კი კარგად ჩანს, როგორ ბეჭდავს კომპიუტერზე ორივე ხელით. მას არაფერი აკავშირებს ჟურნალისტიკასთან, გარდა იმ შხამისა, რასაც ეკრანიდან წლების განმავლობაში აფრქვევს. ოდესღაც ვინმემ ხომ უნდა უთხრას ამ ქალს, შენ არ ხარ ჟურნალისტი, გენაცვალე, 25 წელია ხალხს ატყუებ, ყველაფერს ისე ჰყვები, როგორც მიხეილ სააკაშვილს აწყობსო. თუ ამგვარი ჟურნალისტები დარჩებიან ტელეკომპანიაში, რა თქმა უნდა, ასეთი „რუსთავი 2“ თავისუფალი ვერ იქნება“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი