„18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების გამოცხადების შემდეგ, პაატა სალია „რუსთავი 2“-ში რომ მივიდა, ნიკა გვარამიამ მას უთხრა - ყავასაც არ დაგალევინებთო. მიუხედავად ამისა, პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიც დაიკავა, გვარამიას მიეწ წლების განმავლობაში ოკუპირებულ კაბინეტშიც მოკალათდა და ყავაც დალია, ტელევიზიიდან გაბუნძულებული გვარამია კი, ალბათ, იმ ღვინოსა და „ბორჯომს“ დალევს, სადაც ამასწინათ თვითონ ჩააშარდა!“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.
„ჰოდა, ასეც უნდა გაგრძელდეს: სვას გვარამიამ მის მიერ წაბილწული ღვინო და „ბორჯომი“, ქიბარ ხალვაშმა და პაატა სალიამ კი „რუსთავი 2“-ის ყავაზაკებს ყავაც არ უნდა დაალევინონ. აი, ისე, ერთ ქართულ სიმღერაში რომ არის - ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ ხინკალიო!
სააკაშვილის დამქაშებმა თუ რამე უნდა დალიონ, მხოლოდ ჩაილურის წყალი!“ - წერს ხუბუა სტატიაში.