logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: გრიგოლ ვაშაძემ, რომლის ცოლიც დღეგამოშვებით ცეკვავს კრემლში, უკაცრავად, მაგრამ...
- +

26 ივლისი. 2019. 17:17

 

„გრიგოლ ვაშაძემ, რომლის ცოლიც დღეგამოშვებით ცეკვავს კრემლში, უკაცრავად, მაგრამ ისევ კრემლში გააგრძელოს განცხადებების კეთება“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გრიგოლ ვაშაძის შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „რუსთავი 2“-თან ერთად იქნება თუ მის გარეშე, მაინც მოვიგებთ არჩევნებს და ქვეყანას მოქალაქეებს დავუბრუნებთ“.

 

როგორც ყანდიაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად არიან ოკუპანტები.

 

„რუსეთუმეებმა საქართველოს თავი დაანებონ. ოკუპანტები თავად არიან. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია მომხდარიყო. გავრილოვიც თვითონ ჩამოიყვანეს. ან, საერთოდ, რაზე მელაპარაკებიან, როდესაც 40 კილომეტრში დგას რუსეთის ჯარი. და, საერთოდ, ნეტა გამაგებინა, ვის უწერენ მკერდზე - „არა ოკუპაციას“, საკუთარ თავს?! მგონი, მეათასეჯერ ვამბობ უკვე, რომ ეს არის ფაშისტური დაჯგუფება. 9 წელი თესავდნენ ფაშიზმს და ატყუებდნენ ხალხს, ძლივს მოვიდა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, კანონი აღადგინოს“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი