logo_geo
რამაზ სიხარულიძე: გიორგი სანაიას მკვლელობის გასაღები „რუსთავი 2“-ში დევს
- +

29 ივლისი. 2019. 13:06

 

„გიორგი სანაიას მკვლელობის გასაღები „რუსთავი 2“-ში დევს, სანაია აქედან გაიყიდა“, - ამის შესახებ რეჟისორმა რამაზ სიხარულიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

რეჟისორმა 2002 წელს დადგმული სპექტაკლის „ღამის სტუმარი“ პრემიერასთან დაკავშირებული სკანდალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნიკა ტაბატაძემ საპრემიერო ჩვენებიდან რიგი ეპიზოდების ამოღება მოსთხოვა, იმ მიზეზით, რომ სპექტაკლი გიორგი სანაიას მკვლელობას ეხებოდა და ზოგიერთი სცენის გათამაშება ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ცუდი კუთხიდან წარმოაჩენდა.

 

აქვე, „ასავალ-დასავალთან“ საუბარში რამაზ სიხარულიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუცია“ გიორგი სანაიას მკვლელობის გამოყენებით მოაწყო.

 

„რევოლუცია აქედან დაიწყეს, ამ მკვლელობით დააანონსეს, სანაიას დაკრძალვაზე 200 ათასი კაცი გამოიყვანეს ქუჩაში. სხვაგვარად ამდენ ხალხს ვერ შეკრებდნენ. დააკვირდით, ვინ იხეირა სანაიას მკვლელობით - „ნაციონალებმა“ და „ვარდების რევოლუციამ“. დღემდე ხეირობენ. ჟვანია გაწირეს და სანაიას არ გაწირავდნენ?

 

გიორგი სანაია მოკლეს, ოღონდ არა იმ სიტუაციაში, რაც თქვეს. ეს რომ „რუსთავი 2“-ს უკავშირდება, ჯერ კიდევ მაშინ დავაფიქსირე, როცა თეატრში რეპეტიციას იღებდნენ, აშკარად ფორიაქობდნენ. მაშინდელ „რუსთავი 2“-ში უკვე შესულები იყვნენ სააკაშვილები და ადეიშვილები“, - განაცხადა სიხარულიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი