logo_geo
ნანა კაკაბაძე: როცა „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკიდან მოიკვეთება, ეკონომიკაც წინ წავა, ლარის კურსიც გამყარდება და რუსული საფრთხეც მოიხსნება
- +

29 ივლისი. 2019. 13:40

 

„რუსთავი 2“-ის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობისა და მოქალაქე გოგალაძის წამების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ახლახან გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებითაც სამართლებრივად დასტურდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივი რეჟიმი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორების საფუძველი უნდა გახდეს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებშიც სააკაშვილის ხელისუფლება პირდაპირ არის მხილებული უმძიმეს სისტემურ დანაშაულებებში, საფუძვლად უნდა დაედოს „ნაციონალური მოძრაობისათვის“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. საქართველოს პროკურატურას აღარც კი სჭირდება გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე შეიქმნა მყარი საფუძველი სააკაშვილის რეჟიმის გასასამართლებლად.

 

როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკიდან სამუდამოდ მოიკვეთება, ეკონომიკაც წინ წავა, ლარის კურსიც გამყარდება, რუსული საფრთხეც მოიხსნება და ქვეყანაც შვებით ამოისუნთქავს“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი