logo_geo
მიხეილ ბატიაშვილი: „აი ია“ წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?
- +

29 ივლისი. 2019. 13:42

 

„აი ია“ წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება?“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებას.

 

„იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ მეტ-ნაკლებად ადაპტირება სჭირდებოდა და არა უხეში ჩარევა, რომელიც პედაგოგიურ მეთოდს დაარღვევდა. არის ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ენაში არ იხმარება. გოგებაშვილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უნიკალური მეთოდია, მითუმეტეს, „აი ია“ წიგნის სამყაროში ყველა ადამიანისთვის დასაწყისია, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? თუმცა მისი გამოყენების საკითხი ნებაყოფლობითია, სკოლის და პედაგოგის თავისუფლება არჩევნის თავისუფლებასაც ნიშნავს. ამიტომ პედაგოგებმა გადაწყვიტონ, გამოიყენონ ის ძირითად თუ დამხმარე სახელმძღვანელოდ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი