logo_geo
ნანა კაკაბაძე: მათ შემხედვარეს ერთი ცნობილი გამონათქვამი მახსენდება...
- +

29 ივლისი. 2019. 15:45

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფეხის ხმას აყოლილი ახალგაზრდები, რომლებიც ახლა პარლამენტთან ე.წ. ანტისაოკუპაციო აქციებს მართავენ და გახარიას გადადგომას ითხოვენ, თავიანთი აზროვნებით კომკავშირელებსა და ბოლშევიკებს მაგონებენ“, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

 

„მათ შემხედვარეს მახსენდება ცნობილი გამონათქვამი - პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარია.

 

თურმე, იმას განიცდიან, რომ ოკუპანტი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ რატომღაც არ გაუპროტესტებიათ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ათასობით ადამიანი ციხეებში აწამა და უმოწყალოდ ჩახოცა. არც იმაზე ჰქონიათ პროტესტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუს ოკუპანტებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა, ისე, რომ დღენახევარიც არ უომია. იმ ადამიანების მხარდამხარ აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას, რომლებმაც კოდორის ხეობას სახელიც კი შეუცვალეს, რათა რუსეთისთვის ადვილად გადაეფორმებინათ“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი