logo_geo
ბრიტანელმა მეცნიერებმა აუტიზმის განვითარების ახალი მიზეზი დაასახელეს
- +

30 ივლისი. 2019. 04:21

 

 

 

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ორსულობისას ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონების სიჭარბე და შემდეგ ნაყოფში მისი შეღწევა მკვეთრად ზრდის იმის რისკს, რომ ბავშვი აუტისტი გახდეს. ამის შესახებ Molecular Psychiatry წერს.

 

ჩვენ შევძელით დაგვემტკიბინა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ესტროგენისა და ტესტოსტერონის მაღალი დონე დედისა და მომავალი ბავშვის ორგანიზმში აუტიზმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. გენები რისკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია” - ამბობს კემბრიჯის უნივერისტეტის სპეციალისტი საიმონ ბარონკოენი.

 

აუტისტური სპექტრის აშლილობა მსოფლიოში 59 ბავშვიდან 1-ს აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა 13%-ით იზრდება.

 

 

 

big_banner
არქივი