logo_geo
Vogue-ის სექტემბრის ნომერი მეგან მარკლის რედაქტორობით გამოვა და ქალებს მიეძღვნება
- +

30 ივლისი. 2019. 21:30

 

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის გამოცემის მიწვეული რედაქტორია. ახალი ნომრისთვის მან გარშემო ის ქალები და გოგოები შემოიკრიბა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში პოზიტიური ცვლილებისთვის იბრძვიან.

 

მათ შორის არიან სკოლის მოსწავლე და კლიმატური ცვლილებების აქტივისტი გრეტა თანბერგი, ახალი ზელანდიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჯაკინდა ანდერნი, მსახიობი და ასევე აქტივისტი ჯეინ ფონდა და სხვები. სულ შერჩეულია 15 ქალი და ყველა მათგანი ჟურნალის ყდაზე იქნება, წარწერით  Forces for Change (ძალები ცვლილებებისთვის)

ჟურნალში ასევე იქნება მიშელ ობამასთან ინტერვიუ, რომელსაც მეგან მარკლი ესაუბრა. სასექსის ჰერცოგინიას ფოტო და კომენტარები ჟურნალში არ იქნება, რადგან, მისი სურვილით, მთელ ნომერში ის ქალები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც მას შთააგონებენ.

 

მინდა, რომ ჭორფლები ჩანდეს”, — ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუქცია, რომელიც მეგანმა ფოტოგრაფს მისცა. პიტერ ლინდბერგი სამეფო ოჯახისთვისაც იღებს სურათებს და მეგანთან 2016 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, სასექსის ჰერცოგინიას მითითებები მისთვის მისაღები და მარტივად გასაგები იყო”

 

მეც მიყვარს ჭორფლები და მისი შემოთავაზებების შესრულება ჩემთვის ღია კარებში სირბილს ჰგავდა”.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი