logo_geo
„ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო... გადამეკეტა და წავუთაქე“ – ზაზა სარალიძე ჰყვება, თუ რა მოხდა მასსა და ზვიად კუპრავას შორის
- +

1 აგვისტო. 2019. 23:18

 

 „ალიასთან” ინტერვიუში ზაზა სარალიძემ გულახდილად ისაუბრა და პირველად მოჰყვა, თუ რამ გამოიწვია განხეთქილება მასსა და ზვიად კუპრავას შორის, რომელიც პირველივე დღიდან გვერდით ედგა სარალიძეს.

 

გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან, რომელიც „ალიას“ 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნდა:

 

„კუპრავა ჩემი საუკეთესო ძმაკაცის ცოლის დეიდაშვილია, ადრეც ვიცნობდი, ჩემი შვილის მკვლელობის მერე კი არ გამიცნია?! სიმართლეს გეტყვი, ბევრი მეუბნებოდა, არ მიმეცა კუპრავასთვის და სხვა „ნაციონალებისთვის“ გვერდით დგომის უფლება, მაგრამ მაშინ მე არ ვფიქრობდი ამაზე და არც მაინტერესებდა. ერთადერთი რაც მაინტერესებდა, იყო სიმართლის პოვნა.

 

გახსოვთ ალბათ, კუპრავა მიკროფონს რომ მივარდა და იყვირა - „მე და ზაზა ვრჩებით მეგობრებად და არა თანამებრძოლებად“... მოგიყვებით, რა უძღოდა მაგ სიტყვებს წინ:

 

ერთი-ერთზე ვისხედით მე და კუპრავა კარავში, ეს ის პერიოდია ბოდიში და თავზე რომ გადაი...ს გინდა თუ არა მთავრობა გადადგესო... დავისვი, მომისმინე - სისტემის შეცვლას რომ ვითხოვთ, ვინაა სისტემა, მთავრობა არაა? სისტემა თუ შეიცვლება, მთავრობის შეცვლა არ გამოდის? მთავრობა გადადგეს რომ გაიძახი, ეგ ისე ჟღერს, რომ რევოლუციას ვითხოვთ, ასე გაიგებს ხალხი და ეგ არ მინდა-მეთქი. წამოხტა - მე ამ საქმიდან თანამდებობას ველოდები ძმაოო!

 

გადამეკეტა მაშინ, გადამეფარა თვალზე რაღაც, ერთი წავუთაქე კიდეც და მანდ დამთავრდა ჩემი კუპრავას მიმართ ნდობა. მეტიც, ყველას მიმართ დამთავრდა ნდობა, ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. მართალია, ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ მიყენებდნენ და ყველა რაღაცას ელოდა ჩემს გვერდში დგომისგან - სულელი არ ვიყავი, მაგრამ რაღაც გინდოდეს და ეს რაღაც, სისტემის შეცვლა იყოს ახლით - სხვაა და თანამდებობას რომ ელოდები ჩემი მოკლული შვილის სისხლით და რომ მავალდებულებ, ისე მოვიქცე მეც, რომ შენ ეს თანამდებობა უეჭველად მოგცენ, მაგას რა დავარქვა აღარ ვიცი!

 

თუ გახსოვთ, კარვების დადგმის ნებართვა რომ მოვიპოვეთ, როგორც იქნა, აი მაგის მერე დაიჭირეს კუპრავა. კი არ დაიჭირეს, უფრო სწორედ, ინსცენირებული იყო ეგეც, დააჭერინა თავი.

 

ერთხელ რომ მკითხა, სუს-ი იქნებოდა მიტინზე და ისინი დაუშენდნენ კვირიკაშვილს ბოთლებსო, არაფერი სუს-ი და კუდ-ი იქ არ იყო, ჩემი თვალით მაინც არ მქონდეს ნანახი, ჩემი ყურით არ მქონდეს მოსმენილი, რომ კვირიკაშვილს ბოთლები კუპრავას დავალებით ესროლეს და არა - გახარიას. ვინც არ უნდა მოსულიყო, ვისაც იცნობდა და არ იცნობდა, ყველა მოგზავნილი იყო, ჩემს სისხლზე და ხორცზე, ჩემს ნათესავებზე მითხრა, ჩემს ძმაკაცებზე და დაქალებზე, ეგენი მოგზავნილები არიანო. სულ რომ მტერი ყოფილიყო, ყველას მივიღებდი, ვინც იტყოდა, რომ სარალიძეს სამართალი ეკუთვნის და უნდა მიიღოსო. ირაკლი კაკაბაძეს უნდოდა მოსვლა, უნდოდა ესაუბრა გირგვლიანზე, რობაქიძეზე, სარალიძეზე და მაჩალიკაშვილზე და არ მოვუშვებთო, უთქვამთ... ისეთ ხალხს არ უშვებდნენ ჩემამდე, ზოგი გავიგე, ზოგი გვიან გავიგე... საერთო ჩათი გვქონდა და იქ ერთხელ დაწერა, ეს აქციაზე არ მოვუშვათო, ვირაცაზე და გავგიჟდი, კიდევ თავისას რომ იმეორებდა და სულ გავაუქმე ის ჩათი! - რად მინდა დაცვა, ვისგან მიცავ? ხალხისგან მიცავ? აბა თუ მომკლავენ, ეგ მადარდებს? - სულ ამას ვეუბნებოდი, მაგრამ...

 

...რომ იტყვიან, რატომ დადექი „ნაცებთანო“, ყველას ვინს ამას მეუბნებოდა, ხომ ვპასუხობდი, მაშინ, მოდით, თქვენ დადექით და მხოლოდ ის მოვითხოვოთ, რაც მე და მალხაზს გვინდა - სამართლიანობათქო! სად იყვნენ მერე ეს ხალხი? სად არიან?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი