logo_geo
ბონდო ქურდაძე: რუსთავიორელებს კოლეგებსაც ვერ ვუწოდებ... გამომცემლობა „სამშობლოდან“ რომ გამოგვყარეს, ხმა არ ამოუღიათ
- +

3 აგვისტო. 2019. 01:10

 

 

„საერთოდ არ მეცოდებიან, გამიხარდა კიდეც“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა.

 

„რუსთავიორელებს კოლეგებსაც ვერ ვუწოდებ. გამომცემლობა „სამშობლოდან“ ათობით ჟურნალ-გაზეთის რედაქცია რომ გამოგვყარეს, ხმა არ ამოუღიათ, მეტიც, იმ სააკაშვილის რეჟიმს ამართლებდნენ, რომელმაც სუნთქვის უფლებაც კი წამართვა საქართველოში. ჯერ გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამაძევა და მერე - ქვეყნიდანაც.

 

ადოლფ ჰიტლერსა და ვლადიმირ პუტინს არ გამოუყრია ერთ ღამეში ათობით ჟურნალ-გაზეთის რედაქცია და ტელევიზია ქუჩაში, „დემოკრატიის შუქურამ“ კი თვალის დაუხამხამებლად შეძლო ეს!

 

ჰოდა, იტიროს ახლა სააკაშვილმა თავისი „რუსთავი 2“, - განაცხადა ბონდო ქურდაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი