logo_geo
ლევან ჟორჟოლიანი: 2019-2020 წლებში სრულად აღჭურვილ შრომის ინსპექციას წარვადგენთ
- +

18 თებერვალი. 2017. 17:03



შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ 2019-2020 წლებში ისინი სრულად აღჭურვილ შრომის ინსპექციას წარადგენენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტორები პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების შედეგია.

 

„ჩვენ 2019-2020 წლებში სრულად აღჭურვილი შრომის ინსპექცია უნდა წარვადგინოთ. ეს არის ის ვადები, რომელშიც ასოცირების ფარგლებში ვმოქმედებთ. რაც შეეხება დასკვნების საჯაროობა-არასაჯაროობის საკითხს, ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ ჯერჯერობით შესვლა და ზედამხედველობა არასავალდებულო, ანუ ნებაყოფლობითია. ასეთ დროს დასკვნის არასაჯაროობას შეეძლო გამოეწვია პროტესტი და დაეძაბა სიტუაცია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, როცა ჯერ არავინ იცოდა, რამდენად კვალიფიციური იყო ეს დასკვნა. ძალიან მნიშვნელოვანია, ინსპექტორები კიდევ უფრო მეტად პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ახლა მე შემიძლია გითხრათ, რომ ისინი გაცილებით მაღალკვალიფიციურები და პროფესიონალები არიან, ვიდრე დასაწყისში იყვნენ და ეს შედეგი მოიტანა უამრავმა ტრენინგმა და კვალიფიკაციის ასამაღლებელმა კურსებმა", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი