logo_geo
ეკა ბესელია: თუ „გირჩის“ წევრები მარიხუანას პირდაპირ ეთერში დარგავენ, ეს ქმედება დასჯადია
- +

22 ნოემბერი. 2016. 00:29



„თავდაპირველად, „გირჩი"  არა მარტო ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, არამედ ლეგალიზაციას ითხოვდა", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


„ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმას, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელი ციხეში არ უნდა გავუშვათ, მაგრამ ლეგალიზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია",- განაცხადა ბესელიამ.


ეკა ბესელია ასევე გამოეხმაურა,  „გირჩის" მიერ დაანონსებულ აქციას, რომ 31 დეკემბერს ისინი მარიხუანას პირდაპირ ეთერში დარგავენ.


„როცა სახელმწიფოს მხრიდან დიალოგისა და სამუშაო პროცესის გახსნის მზაობა არსებობს, ასეთი ფორმით ურთიერთობა სწორი არ არის. კანონში გვიწერია, რომ ეს ქმედება დასჯადია და როცა „გირჩი" თუ სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია ამბობს, რომ მე ამ კანონს შეგენებულად ვარღვევ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დადგება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ყველას მიმართ თანაბრად გავრცელდება. მათ წარმოამდგენლებთან შეხვედრა მქონდა და სჯობს, სამუშაო ფორმატში გადავინაცვლოთ",  - განაცხადა  ეკა ბესელიამ.













 

big_banner
არქივი