logo_geo
„ზომბებს გვეძახდნენ, მშობლებს ატყუებდნენ“ - გაუჩინარებული 33 სტუდენტის სკანდალური ისტორია
- +

7 აგვისტო. 2019. 12:53

 

 

„პრაიმტაიმმა“ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა რეზო ბაქრაძის ყოფილ სტუდენტთან.

 

1994 წლის ზაფხულში ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა რეზო ბაქრაძემ ოჯახთან და 33 სტუდენტთან ერთად საქართველოს საზღვარი დატოვა.

 

მას შემდეგ 25 წელი გავიდა და საქართველოში რეზო ბაქრაძის იგივე თეოფილე მალაქიას ერთდერთი სტუდენტი გოჩა ჩაჩანიძე იგივე ჯონი ბაკურაძე დაბრუნდა. ის ერთადერთია, ვინც მზად არის საზოგადოებას პასუხი ყველა კითხვაზე გასცეს.

 

ჯონი ბაკურაძე „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოდან წასვლის და მშობლებთან კონტაქტზე რეალურ, პირად დეტალებს ყვება. ის ამბობს, რომ სტუდენტებში იყო ცალკეული შემთხვევა, როცა მშობლები ცდილობდნენ შვილების ფინანსები აქეთ გადმოექაჩათ.

 

„ის არ იციან რაოდენ რთული და ძვირია იქ თავის დამკვიდრება. პარალელურად, ვინც კანადაში ოჯახი შექმნა, შვილები ჰყავთ გასაზრდელი, იქ საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდებათ. მშობლებთან და ახლობლებთან კონტაქტი იმიტომ გაწყვიტეს, რომ სენტიმენტებისგან და ნოსტალგიისგან გათავისუფლებულიყვნენ. ამას არავინ აძალებდა არავის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეზო ბაქრაძე სასტიკი წინააღმდეგი იყო მშობლებთან კონტაქტის გაწყვეტის. პირადად მე, ძმებიც მყავდა ჩაყვანილი კანადაში და მშობლებიც, არც არასოდეს გამიწყვეტია მათთან კონტაქტი თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ შემთხვევას...“ - აცხადებს ჯონი ბაკურაძე.

 

ჯონი ბაკურაძე ამ დრომდე გამოქვეყნებულ სტატიებსა და სიუჟეტებს ეხმაურება.

 

„მედია ყოველთვის ცდილობდა მონსტრი შეექმნა ბაქრაძისგან და ჩვენ გვეძახდნენ ზომბებს. ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რეზო სექტის ჩამოსაყალიბებლად წავიდა სტუდენტებთან ერთად, აბრალებდნენ ათას სისაძაგლეს. მომზადდა სიუჟეტები „დაკარგულების“, „გაუჩინარებულების“ და ათასი სხვა სახელით. ჩვენ დაკარგულები არ ვართ, ვარსებობთ და აქ ვართ“, - ამბობს ბაქრაძის ყოფილი სტუდენტი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი