logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ცხოვრებაც ასეთი პატარა, ადამიანური ისტორიებია, გული სავსე მაქვს!
- +

8 აგვისტო. 2019. 17:57

 

მოულოდნელად ეზოდან რაღაც ტვირთის შემოტანა დამჭირდა, დამხმარე არავინ ჩანდა და სანამ ვინმე გამოჩნდებოდა, მარტომ დავიწყე ზრუნვა, რომ იქვე, კუთხეში მიმედგა. ამ დროს მოშორებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა იდგა და რომელიღაც ბინაში ასულ ექიმებს ელოდებოდა. მძღოლმა დამინახა თუ არა, ჩემთან მოვიდა, ვიუარე ტვირთი ძალიან მძიმე იყო - დამაცა, ქალბატონო, ვცდი, იქნებ დახმარება გამომივიდეს, ჩვენ მარტო სამედიცინო დახმარება კი არა ვართ, დამამშვიდა და ტვირთი კარებამდე მომატანინა! მინდა, იცოდეს ამ სამსახურმა, რომ ეკიპაჟ 0411, ავტომანქანის #048 მართავს კარგი ადამიანი, ღირსეული კაცი და მადლიანი... (აბა, სახელი და გვარი მე არ ვიცი) დიდი მადლობა ყველა გულიან ადამიანს და ცხოვრებაც ასეთი პატარა, ადამიანური ისტორიებია, გული სავსე მაქვს!

 

P.S. სიკეთის კეთება ნებაყოფლობითია და ვერავის დაავალდებულებ!

 

 

ნინო კვაჭანტირაძე

 

 

 

 

big_banner
არქივი