logo_geo
ირმა ინაშვილი: საკუთარი ოჯახის წევრები არ ენდობიან რესპუბლიკურ პარტიას, მაგრამ...
- +

19 თებერვალი. 2017. 22:48



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ეკლესიისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის ინიციატორიც რესპუბლიკური პარტიაა. როგორც ინაშვილი აცხადებს, ეკლესიას დაფინანსება არ უნდა შეუჩერდეს.


„დღეს, რომ რესპუბლიკური პარტია საუბრობს გადავხედოთ ეკლესიის დაფინანსების წესს და ეს მზაკვრები, რომ ამაზე საუბრობენ, ეს ნეობოლშევიკები ერთი ვკითხოთ, რამდენი კაცი ენდობა მათ პარტიას?! 2 კაცი და საკუთარი ოჯახის წევრები  არ ენდობიან რესპუბლიკურ პარტიას, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. მრავალი მილიონი ლარი მიიღეს და მათ უნდა მიიღონ თურმე დაფინანსება, ხოლო დედა ეკლესიას, რომელსაც ჩვენ ვენდობით უნდა შევუწყვიტოთ დაფინანსება", - განაცხადა ინაშვილმა.



 

big_banner
არქივი