logo_geo
ბრიტანელებმა სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრი დაასახელეს
- +

18 აგვისტო. 2019. 22:58

 

 

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პორტალ  YouGov-ზე სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის შესახებ გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა.

გამოკითხის შედეგებით, პირველ ადგილზე დედოფალი ელისაბედ მეორე გავიდა, რომელიც სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულ წევრად გამოკითხულთა 72%-ს მიაჩნია. მას მოჰყვებიან შვილიშვილები - პრინცი ჰარი (71%) და პრინცი უილიამი (69%).

 

ქეით მიდლტონმა 64%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა. მეხუთე ადგილზე ბრიტანელებმა დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპე (54%) გაიყვანეს. მეექვსე ადგილზე კი მეგან მარკლი გავიდა.

გამოკითხვაში, რომელიც 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, მონაწილეობა 9 ათასმა ბრიტანელმა მიიღო.

 

 

big_banner
არქივი