დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პორტალ YouGov-ზე სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის შესახებ გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა.
გამოკითხის შედეგებით, პირველ ადგილზე დედოფალი ელისაბედ მეორე გავიდა, რომელიც სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარულ წევრად გამოკითხულთა 72%-ს მიაჩნია. მას მოჰყვებიან შვილიშვილები - პრინცი ჰარი (71%) და პრინცი უილიამი (69%).
ქეით მიდლტონმა 64%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა. მეხუთე ადგილზე ბრიტანელებმა დედოფლის მეუღლე, პრინცი ფილიპე (54%) გაიყვანეს. მეექვსე ადგილზე კი მეგან მარკლი გავიდა.
გამოკითხვაში, რომელიც 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, მონაწილეობა 9 ათასმა ბრიტანელმა მიიღო.