logo_geo
ექიმებმა დიაბეტის ადრეული სიმპტომები დაასახელეს
- +

20 აგვისტო. 2019. 00:52

 

 

დიაბეტის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა საკმაოდ რთულია, თუმცა ბრიტანელმა ექიმებმა დაასახელეს რიგი სიმპტომები, რომლის აღმოჩენისას ადამიანმა კლინიკას უნდა მიმართოს, - წერს medicalxpress-ი. 

 

შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმი არასაკმარის ინსულინს გამოიმუშავებს, რომელიც უჯრედებში გლუკოზის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. სისხლში შაქრის დონის მატება იწვევს ინსულტის, თირკმელების უკმარისობის. ინფარქტის, განგრენის და სიბრმავის რისკს.

 

ამის მიუხედავად შემთხვევების 705-ის დროს მეორე ტიპის დიაბეტი სიმპტომების გარეშე ვითარდება. თუმცა ექიმები ასახელებენ სიმპტომებს, რომლის დროსაც ადამიანმა დიაბეტზე კვლევა უნდა ჩაიტაროს. ეს სიმპტომებია ხშირი ღებინება ან გულისრევის შეგრძნება, დაბალი არტერიული წნევა.

 

ასევე დიაბეტის დაწყების ნიშანი შეიძლება იყოს პირის სიმშრალე, ხშირი შარდვა და მუდმივი წყურვილის შეგრძნება. აგრეთვე წონის მკვეთრი ვარდნა, გადაღლილობის სინდრომი, სოკოვანი და ჩირქოვანი დაავადებების გამწვავება.

 

 

big_banner
არქივი