logo_geo
დავით გამცემლიძე: თუ არ გამოქვეყნდება ჩანაწერები, მამა გიორგის, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ
- +

21 თებერვალი. 2017. 14:31



„რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი დავით გამცემლიძე „კვირის პალიტრას" ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა. როგორც გამცემლიძე აღნიშნავს, პროკურატურამ უნდა გამოაქვეყნოს ფარული ჩანაწერი, რათა ყველაფერს ფარდა ახადოს.


„ერთადერთი შანსი პროკურატურისთვის, არის მრავალგზის ხსენებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება. მიზეზი, თუ რატომ არ აქვეყნებენ, გასაგებია - იმიტომ, რომ ეჭვმიტანილი ისეთ რაღაცებს ამბობს პატრიარქზეც და სხვებზეც, რომ ეს თუ გამოქვეყნდა, მაშინ, ჯერ ერთი, პატრიარქი განაწყენდება და მერე ის ხალხი, ვინც ახლა პროკურატურას ამუნათებს საზოგადოების შეცომაში შეყვანისთვის. აი, სწორედ ის ხალხი დაადანაშაულებს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. თუ არ გამოქვეყნდება, მაშინ თანდათან დამაჯერებლობას შეიძენს მოსაზრება, რომ ადამიანს კბილი სტკიოდა და დარიშხანი მიჰქონდა სამკურნალოდ. ბოლოს, ალბათ, წმინდანად გამოაცხადებენ. ასე მიდის, მგონი, საქმე", - ამბობს გამცემლიძე.

 



 

big_banner
არქივი