logo_geo
გიორგი ანდრიაძე: წარმოუდგენელია, ნაოპერაციები პატრიარქი ბერლინში იყოს და შენ კურთხევის გარეშე გამოდიოდე...
- +

22 თებერვალი. 2017. 12:51



პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ანდრიაძემ „არჩევანის" ეთერში პატრიარქის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პატრიარქის შეცვლის საკითხი შემოგდებული პროვოკაციაა, რადგან ის ჯანმრთელად არის. როგორც ანდრიაძე აღნშნავს, პატრიარქის გუნდის ასე პირდაპირი ეთერით „ლანძღვა" მიუღებელია.


„მომავალი პატრიარქის ტახტის თემა, ასე ვთქვათ, შემოგდებული პროვოკაციაა, იმიტომ რომ ჩვენს პატრიარქს არაფერი სჭირს საამისო. ჯანმრთელობითაც ჯანმრთელად არის, როგორც ყველა ხედავს და მტრებსაც გული უსკდებათ ამაზე. ეს არის აბსურდული თემა. რაც შეეხება პიროვნულ დაპირისპირებებს, ეს ყოველთვის არსებობდა ყოველ საზოგადოებაში, მაგრამ რომ გამოდიხარ პირდაპირ ეთერში და ორჯერ, ხუთჯერ, შვიდჯერ საუბრობ პატრიარქის იმ უახლოეს გარემოცვაზე, რომელთან ერთადაც მას გავლილი აქვს ათეული წლები, ეს აბსურდია. ეს ძალები, ეს პიროვნებები, შეიძლება არიან მსხვერპლი გარკვეული პოლიტიკური ზეწოლისა და შეკვეთისა, სხვა შემთხვევაში სრულიად წარმოუდგენელია, ავადმყოფი და ნაოპერაციები პატრიარქი ბერლინში იყოს და კურთხევის გარეშე გამოდიოდე", - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.


ანდრიაძე დაფინანსების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიდის.


„საქართველოს ეკლესია არ არის მხოლოდ რელიგიური ორგანიზაცია, ის არის ქართველი ერის ერთიანობის სიმბოლო და ის თანხები, რომლებზეც ზოგიერთები საუბრობენ, სწორედ მიდის იმ მომავალი თაობის გაზრდაში. ეს 25 მილიონი მიდის მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში", - აღნიშნავს ანდრიაძე.


 

big_banner
არქივი