logo_geo
„ზოგიერთ კლინიკას მოკავშირე პაციენტების გარდა, ტროლები ჰყავს, რომლებიც…“
- +

22 თებერვალი. 2017. 15:20




ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „კვირის პალიტრასთან" ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, მეორე ეტაპს ის კლინიკები ეთიშებიან, რომლებსაც შესაბამისი სერვისები არ გააჩნიათ.


„პირველი მარტიდან ძალაში შევა სელექტიური კრიტერიუმების პირველი ეშელონი, რომელიც შეეხება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაწესებულებებს, უპირველესად - სამშობიარო სახლებს. გამოქვეყნდება დაწესებულებები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ცნობილი გახდება ისიც, ვინც გამოეთიშება პროგრამას. ახლა მათ არ დავასახელებ, რადგან ჯერ აქვთ დრო, პირობების დაკმაყოფილებაზე იზრუნონ. მხოლოდ რეანიმაცია რომ გაქვს და პაციენტს თერაპიული განყოფილების ნაცვლად, რეანიმაციიდან ქუჩაში უშვებ, მონაწილეობას ვერ მიიღებ! ჯერ კიდევ შარშან სანებართვო პირობებში ჩავუწერეთ კლინიკებს, რომ ეს გამოესწორებინათ, მაგრამ ამაოდ...

 

ევროპაში არსებობს კლინიკის შეფასების საინტერესო მეთოდი: ცალ-ცალკე ითვლება პაციენტების, კოლეგების, სამინისტროს შეფასებები... საქართველოში რატომ არ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ზოგიერთ კლინიკას მოკავშირე პაციენტების გარდა, ტროლები ჰყავს, რომლებიც დასხდებიან კლავიატურასთან და სასწაულებს სჩადიან.

 

გამოიკვეთა კლინიკები, რომელთაც პირველ ადგილზე თავიანთი ფინანსური ინტერესი დააყენეს. მათთან ვეღარ ვითანამშრომლებთ", - ამბობს სერგეენკო. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი