logo_geo
ნათია ბანძელაძე: ვნანობ, რომ მესამე შვილი არ გავაჩინე - ამქვეყნად ერთით მეტი, უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა!
- +

14 სექტემბერი. 2019. 16:54

 

„ვნანობ, რომ მესამე შვილი არ გავაჩინე - ამქვეყნად ერთით მეტი, უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა!“ - ამის შესახებ გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლემ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ განაცხადა.

 

„ხშირად ძნელია იპოვო ადამიანი, ვინც შენი ცხოვრების მთავარი ნავსაყუდელი, იმედი და მამოძრავებელი ძალა იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, ადრე იპოვი თუ გვიან, მთავარია, იპოვო. მე და გოგიჩა (გიორგი გოგიჩაიშვილი) ძალიან ადრე დავქორწინდით: მე 18 წლისა ვიყავი, ის კი - 20-ის. 23 წლისა, უკვე ორი შვილის დედა ვიყავი და არ მიჭირდა, რადგან გოგიჩა ყოველთვის მხარში მედგა. ის ხშირად ხუმრობდა: ბავშვებს დედაც მე ვგონივარო. სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ოჯახი ჩვენი ცხოვრების საზრისი და მთავარი ფასეულობაა. გოგიჩა იმდენად მოსიყვარულე და კარგი მამა იყო, ახლა ძალიან ვნანობ, მესამე შვილი რომ არ გავაჩინე - ამქვეყნად ერთით მეტი, უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა და ამაზე უკეთესი რა იქნებოდა?! ჩემს აზრს არავის ვახვევ, მაგრამ მგონია, რომ ბოლო დროს ოჯახის ინსტიტუტი არათუ გაუფასურდა, გაითელა კიდეც. თუ ოჯახების ნგრევის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ქორწინება ბევრისთვის ტრავმის მომტანი უფროა, ვიდრე ბედნიერებისა და ეს ძალიან საწყენია. რატომ აგვიანებენ ოჯახის შექმნას? - ამის მიზეზი ალბათ შიშია: შიში იმისა, რომ შვილებს სათანადო განათლებას ვერ მისცემენ და ღირსეულ მომავალს ვერ შეუქმნიან. ალბათ, ვიღაცისთვის ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევაცაა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია“, - განაცხადა ნათია ბანძელაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი