logo_geo
ციანიდის შემადგენლობა და მისი მსხვერპლები...
- +

22 თებერვალი. 2017. 18:35




რა ნივთიერებაა ციანიდი?


ციანიდი ძლიერი საწამლავია. მისი სახელწოდება CN (ციანო) ჯგუფიდან გამომდინარეობს. ციანიდის ნაერთები ნატრიუმთან, კალიუმთან და კალციუმთან ძლიერ ტოქსიკურია, წყალში ადვილად იხსნება, რის შედეგადაც ციანიდი გამოთავისუფლდება.


ადამიანისთვის ციანიდი დაბალი კონცენტრაციითაც კი ძლიერ ტოქსიკურია. თხევადი ან აირადი ციანწყალბადი და ციანიდის ტუტე მეტალების მარილები ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი და საჭმლის მონელების გზებით შეიძლება მოხვდეს, ან შეწოვით თვალის ლორწოვანი გარსიდან და კანიდან. გაჭრილი, დაზიანებული ან ნოტიო კანიდან ციანიდის შეღწევა უფრო მარტივია.


ნატრიუმის ციანიდი იწვევს ფერმენტ ციტოქრომ-ოქსიდაზის ინჰიბირებას. ციტოქრომ-ოქსიდაზა ეს არის ფერმენტი სისხლში, რომელიც შეიცავს რკინას და გადააქვს ჟანგბადი ჩვენს ორგანიზმში. რადგანაც ციანიდი რკინას უერთდება, რკინა უკვე უძლურია, ჟანგბადი გადაიტანოს და ხდება სუნთქვის შეჩერება, ასფიქსია და მომენტალური სიკვდილი. ეს უჯრედული სუნთქვის პარალიზებას იწვევს. ძალიან ცოტა რაოდენობაც სასიკვდილოა, თუ ასეთი გზით მოხვდა ორგანიზმში.


ეს საწამლავი ადვილად შეიძლება განეიტრალდეს ვენაში გლუკოზის შეყვანით და ნატრიუმის თიოსულფატით. სახლის პირობებში ციანიდით მოწამვლის დროს საჭიროა მივიღოთ დიდი რაოდენობით ტკბილეული, ნამცხვრები (გლუკოზის შემცველი საკვები) და წყალი.


ციანიდის მსხვერპლები


ციანიდი საკმაოდ პოპულარული იყო მე-20 საუკუნეში და ხშირად გამოიყენებოდა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ. ისტორიას პოლიტიკური და სამხედრო მკვლელობებიც ახსოვს, რომელიც ციანიდით განახორციელეს.


მე-20 საუკუნეში ციანიდით მკვლელობის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე უკრაინელ ლიდერს, პროფესორ ლევ რებეტის უკავშირდება. ციანიდი მკვლელობის იარაღად დასავლეთ უკრაინის მკვიდრმა ბოგდან სტაშინსკიმ გამოიყენა. მან ლევ რებეტის სპეციალური პისტოლეტიდან სახეში კალიუმის ციანიდი შეასხა. რებეტის სიკვდილი თავდაპირველად ყველამ უეცარ ინფარქტს დააბრალა, სანამ არ გაირკვა, რომ ეს უცნაური ნივთიერება ციანიდი იყო.


ციანიდი მხოლოდ პოლიტიკური პირების გასანეიტრალებლად არ გამოიყენებოდა. მას აქტიურად იყენებდნენ სამხედრო მიზნითაც. მაგალითად, ციანიდის სამხედრო მიზნებით გამოყენების ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი 1988 წელს მოხდა, როდესაც ერაყის ჩრდილოეთში დასახლებული ქურთები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ.


ერთ-ერთ ქალაქში, სადაც დაახლოებით 25000 ქურთი ცხოვრობდა, სრულიად გაუფრთხილებლად, სადამ ჰუსეინის სამხედრო ძალებმა ქალაქში ციანიდის ბომბები ჩაყარეს. არანაირი გასროლა, არანაირი აფეთქება, მხოლოდ საწამლავის ღრუბლები. ხალხი იქვე კვდებოდა, სადაც იდგა.


თვითმკვლელი ციანიდი


ციანიდს თვითმკვლელობისთვისაც აქტიურად იყენებდნენ. მაგალითად, ბერლინის დაცემის შემდეგ 56 წლის ადოლფ ჰიტლერმა და 33 წლის ევა ბრაუნმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. ისტორიკოსების მტკიცებით, ჰიტლერმა იარაღის გასროლით მოიკლა თავი, ხოლო ევა ბრაუნმა ციანიდი მიიღო.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი