logo_geo
„ამაზე პასუხისმგებლობა დადგება“ - ეკა ბესელია „გირჩის“ ლიდერების განცხადებაზე
- +

22 ნოემბერი. 2016. 11:19



პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის" ლიდერების მხრიდან, მარიხუანას დათესვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონის მიმართ ყველა თანასწორია, შესაბამისად, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა თანაბრად განაწილდება.


ამის შესახებ ეკა ბესელიამ გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას ისაუბრა.

 

„როცა სახელმწიფოს მხრიდან დიალოგისა და სამუშაო პროცესის გახსნის მზაობა არსებობს, ასეთი ფორმით ურთიერთობა სწორი არ არის. კანონში გვიწერია, რომ ეს ქმედება დასჯადია და როცა „გირჩი" თუ სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია ამბობს, რომ მე ამ კანონს შეგნებულად ვარღვევ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დადგება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ყველას მიმართ თანაბრად გავრცელდება. მათ წარმომადგენლებთან შეხვედრა მქონდა და სჯობს, სამუშაო ფორმატში გადავინაცვლოთ",  - განაცხადა  ეკა ბესელიამ.

 

 


 

big_banner
არქივი