logo_geo
ლაშა ჟვანია: იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ობიექტურ ჭეშარიტებას
- +

22 თებერვალი. 2017. 22:38




პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ მთავარმა პროკურორმა მის უწმინდესობას და სინოდის წევრებს გააცნო ფაქტობრივი მასალის მცირე ნაწილი, რაც პროკურატურას აქვს, ამ ეტაპზე რაც მიზანშეწონილად ჩათვალეს. მისივე თქმით, სასამართლო უნდა დაველოდოთ, „იქნებ გამოძიება მთლიანად ამართლებს მამა გიორგი მამალაძეს".


„რაც შეეხება ნდობის გამყარებას, პირველი გახლდათ ჩემი განცხადება, მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა ინფორმაცია ეთერში გადასცა და მაშინვე ვთქვი, რომ არის ნდობა. როდესაც გაკეთდა რამდენიმეგზის განცხადება, რომ არის ნდობა გამოძიების მიმართ, იქ ნდობის გამყარება-არ გამყარებაზე საუბარი არასწორია. ნდობა არის და წერტილი. იგი თავიდანვე იყო და შემდგომ კიდევ დაფიქსირდა მისი უწმინდესობის და მღვდელმთავრების განცხადებაში. ამიტომ ველოდებით გამოძიებისგან შესაბამის ქმდებებს და ინფორმაციას.


იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ობიექტურ ჭეშარიტებას", - განაცხადა  ლაშა ჟვანიამ.


 

big_banner
არქივი