logo_geo
სოზარ სუბარი: მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არის ერთგვარი კომპენსაცია საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალისთვის
- +

23 თებერვალი. 2017. 13:48



რესპუბლიკელების" ინიციატივას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებს არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ კათოლიკეები, მუსლიმანები და სხვა კონფესიის წარმომადგენლები. სულ ხუთ ტრადიციულ კონფესიაზეა საუბარი", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „პრაიმტაიმს" განუცხადა. როგორც სუბარი აღნიშნავს, დაფინანსება სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებზე სამართლიანად ხდება.


„ჯერ ერთი, დაფინანსება არის ერთგვარი კომპენსაცია საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალისთვის, საქართველოში კი მართლმადიდებელ ეკლესიას ყველაზე დიდი ზარალი მიადგა. მეორეც, ყველაზე მეტი მრევლი სწორედ მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი თავს სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს. თუ ამ პროპორციებით შევადარებთ, ვნახავთ, რომ დაფინანსება სავსებით სამართლიანად ხდება. აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო სხვა ტრადიციული კონფესიების დაფინანსება, რაც მანამდე არ ხდებოდა", - ამბობს სუბარი.


როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრი აღნიშნავს, ადრე თუ გვიან შეწყდება ბიუჯეტიდან კომპენსაციის გადახდა საპატრიარქოსთვის, თუმცა, სუბარი მიიჩნევს, რომ 25 მილიონი არ უტოლდება იმ დანაკლისს, რაც ეკლესიამ საბჭოთა პერიოდში განიცადა.


რა თქმა უნდა, ოდესმე ეს დამთავრდება, მაგრამ არა მგონია, ის 25 მილიონი, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესია ყოველწლიურად იღებს ბიუჯეტიდან, საპირწონე იყოს იმ დანაკლისისა, რაც ეკლესიამ საბჭოთა პერიოდში განიცადა. ზარალი გაცილებით დიდი იყო, თუმცა, ჩვენ დათვლასა და ზომა-წონაზე არ ვლაპარაკობთ. საქმე ეხება ეკლესიის მხარდაჭერას და გაძლიერებას, სანამ ის დამოუკიდებლად შეძლებს იმ ფუნქციის შესრულებას, რასაც ისტორიულად ასრულებდა და რასაც უნდა ასრულებდეს თანამედროვე ეპოქაში. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია, ვიფიქროთ სხვა ნაბიჯებზე, მაგრამ, არ მგონია, რომ უახლოეს ხანში ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში. სხვათა შორის, საქართველო არ არის გამონაკლისი. მრავალი დემოკრატიული ქვეყანა, მათ შორის ევროპაში, ითვალისწინებს სხვადასხვა შეღავათებს და სწორედ გადასახადის გადამხდელთა ფულით აფინანსებს ამა თუ იმ კონფესიას. მაგალითად, საბერძნეთში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, მართლმადიდებელი სასულიერო პირები კი ხელფასს პირდაპირ ბიუჯეტიდან იღებენ. პირადად ჩემთვის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ამგვარი ფორმა მიუღებელია. გერმანიაში რამდენიმე წამყვან რელიგიას მოქალაქეები თავად აფინანსებენ სპეციალური გადასახადით", - აცხადებს სუბარი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი