logo_geo
ნორიკა ნიკოლაი: ყველას სურს, ევროკავშირის ლანძღვით ქულები დაიწეროს
- +

23 თებერვალი. 2017. 18:50



ევროკავშირ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, რუმინელი ევროპარლამენტარი ნორიკა ნიკოლაი „კვირის პალიტრას" საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებაზე ესაუბრა. ის საბერძნეთისა და ბრიტანელი დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში იზრდება პოპულისტური განწყობები, სწორედ ამით აიხსნება მათი კრიტიკული გამოსვლები.


შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა საქართველო „კორუფციაში ჩაფლულ ქვეყნად", ხოლო ბრიტანეთმა - „ევროპის პერიფერიად" მოიხსენია.


„ბევრ ქვეყანაში კორუფცია პოლიტიკური ლობინგის მეთოდად აქციეს და მას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. მიუხედავად იმისა, თუ სტატისტიკას შევხედავთ, არც რუმინეთი და მით უმეტეს, არც საქართველო ამ მხრივ ფენომენურ პრობლემებთან ნამდვილად არ დგანან, როგორც რამდენიმე გამომსვლელი გვაჯერებდა. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში, და მათ შორის ევროკავშირშიც, სულ უფრო იზრდება პოპულისტური განწყობები. სწორედ ამით აიხსნება კრიტიკული გამოსვლები - ყველას სურს, ევროკავშირის ლანძღვით ქულები დაიწეროს.

 

რაც შეეხება ბრიტანეთს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტოტალიტარული მიდგომა. სხვების ინტერესების იგნორირება... სხვა ქვეყნებს ზემოდან გადმოჰყურებენ და პერიფერიებზე ლაპარაკობენ, მათ შორის რუმინეთზე, ბულგარეთზე... რადგან საქართველო შედარებით შორსაა, მათთვის ის პერიფერიაა. რა გითხრათ.... ეს არის პოლიტიკური ამპარტავნება, სიძულვილის ენა. ეს ხალხი ექსტრემისტული პარტიებიდან მოდის და სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობენ. ეს ადამიანები მარგინალები არიან, ერთი, წარმავალი მომენტის ადამიანები, ისინი არ დარჩებიან ისტორიას. გირჩევთ, ყურადღება არ მიაქციოთ მსგავს არგუმენტებს - თქვენ თქვენი გზა გაქვთ დასახული. დიდებული ქვეყანაც გაქვთ - მე ვყოფილვარ საქართველოში, ქართულ ქალაქებში, სოფლებში, ვიცნობ ქართულ კულტურას, ქართველ ხალხს... მთავარია, თქვენ გწამდეთ მომავლისა", - განაცხადა ნორიკა ნიკოლაიმ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი