logo_geo
ნინო ჯღარკავა: სწორედ მამუკა ხაზარაძე აფინანსებდა „ბასიანის“ ნარკომანებისა და ლგბტ-აქტივისტების აქციებს
- +

24 სექტემბერი. 2019. 20:36

 

„მამუკა ხაზარაძე ახლა რომ გაიძახის, ღირსება დავიბრუნოთო, რაც არ ჰქონია, რას დაიბრუნებს?“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„მამუკა ხაზარაძე აბსოლუტურად უღირსი ადამიანია, რომელმაც ღირსების დაცვაზე მხოლოდ მაშინ  დაიწყო საუბარი, როცა „ფულის გათეთრებაში“ დასდეს ბრალი! როდესაც სხვას უჭირდა, როდესაც სხვებს ატყავებდნენ, ხაზარაძეს მაშინ ღირსება არ ჰქონდა, ხმა რომ ამოეღო და სხვის დასაცავად ერთი სიტყვა დაესველებინა?! სხვათაშორის, სწორედ მამუკა ხაზარაძე აფინანსებდა „ბასიანის“ ნარკომანებისა და ლგბტ-აქტივისტების აქციებს.

 

ღირსება კაცს ან აქვს, ან - არა! მამუკა ხაზარაძე ახლა რომ გაიძახის, ღირსება დავიბრუნოთო, რაც არ ჰქონია, რას დაიბრუნებს? ღირსება ჩვენ არც ზვიადის დროს დაგვიკარგავს, არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის...“ - აღნიშნა ჯღარკავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი