logo_geo
„პატრიარქის მოსპობა იმიტომ უნდათ, რომ ის არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რუსეთს დაელაპარაკოს!“
- +

24 თებერვალი. 2017. 11:43




საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს" დამფუძნებელი, პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალს" პატრიარქის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, სწორედ ამ დროს ჰქონდა სააკაშვილს „მზაკვრული ჩანაფიქრი" პატრიარქის მიმართ.


„სააკაშვილსა და მის ბანდას ჯერ კიდევ 2003 წელს, ე.წ „ვარდების რევოლუციის" დროს ჰქონდა მზაკვრული ჩანაფიქრი - როცა პარლამენტში შეცვივდებოდნენ და შევარდნაძეს სხდომათა დარბაზიდან გააძევებდნენ, პატრიარქიც იქ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ეს გეგმა ჩაეფუშათ, რადგან უწმინდესი იმ დღეს პარლამენტში არ მივიდა.

 

როცა ეგზალტირებული მასა პარლამენტის შენობაში შევარდებოდა, ბუნებრივია, პატრიარქს თავისი დაცვა იქაურობას გაარიდებდა, ისევე, როგორც შევარდნაძე გაიყვანეს მისმა მცველებმა. პატრიარქის დარბაზიდან გაყვანის ფაქტს, რა თქმა უნდა, ტელეკამერები დააფიქსირებდნენ და „ნაციონალები" ამას ისე მიაწვდიდნენ მთელ მსოფლიოს, თითქოს ხალხმა შევარდნაძესთან ერთად პატრიარქიც გააგდო!" - ამბობს ამაშუკელი.


როგორც რეზო ამაშუკელი აღნიშნავს, პატრიარქის მოსპობა დღესაც იმიტომ სურთ, რომ ის ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია რუსეთთან მოლაპარაკება.

 

„პატრიარქის მოსპობა და მოშორება იმიტომ უნდათ, რომ ის არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რუსეთს დაელაპარაკოს!

 

საქართველოს ეკლესიაში ჩანერგილი ნაციონალები დღესაც იქ არიან და კვლავ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურებიან!" - აცხადებს რეზო ამაშუკელი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი