logo_geo
გიორგი ანდრიაძე: კამპანიის ძირითადი მიზანი მიღწეულია - ეკლესიამ სერიოზული დარტყმა მიიღო
- +

25 თებერვალი. 2017. 00:11



საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის განცხადებით, თუკი დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა, ის მხოლოდ მსხვერპლია.


საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანდრიაძე  PalitraNews-ის გადაცემაში "360 გრადუსი" ამბობს, რომ ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ გარე ძალები იბრძვიან.


„ქართულმა საზოგადეობამ იცის, რომ აფხაზეთის წარმომადგენლობამ ოფიციალური შეხვედრები გამართა გერმანიაში? იცით რამდენი პრობლემა ტრიალებს ლაზური დიასპორის გარშემო? - არავინ იცის! ჩვენ ვებრძვით ქარიშხალს ბოთლში, მაშინ როდესაც სტრატეგიული ინტერესები გვრჩება უყურადღებოდ. საქართველოს წინააღმდეგ ძალიან ბევრ ძალას აქვს კონკრეტული პრეტენზიები როგორც ტერიტორიების, ისე კულტურული და სხვ. რატომ არ შეიძლება, რომ ამ ძალების სამიზნე იყოს ეკლესია?!", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.


მისივე შეფასებით, „გიორგი მამალაძე არის საბაბი იმისა, რომ NGO-ებმა, პარტიებმა და მათმა სულიერმა ძმებმა დაიწყონ იმაზე მსჯელობა, რომ ეკლესია არის ჩაკეტილი და ჩამორჩენილი".


„ამ კამპანიის ძირითადი მიზანი მიღწეულია - ეკლესიამ სერიოზული დარტყმა მიიღო", - აღნიშნა ანდრიაძემ.


 

big_banner
არქივი