logo_geo
„საქართველოს ათასობით მოქალაქეს შეაქვს განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით და თითქმის ყოველთვის ეს განაცხადები უსაფუძვლოა“
- +

7 ოქტომბერი. 2019. 11:15

 

„ვიზა-ლიბერალიზაციით ევროკავშირსა და საქართველოს შორის მეტი ურთიერთობისათვის ფართოდ გაიღო კარი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ახალმიღებული თავისუფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული“, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქართველ არალეგალ მიგრანტებზე ბოლო პერიოდში, გერმანიაში შექმნილ აჟიოტაჟზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ვიზა-ლიბერალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ევროპასთან დამოკიდებულების ისტორიაში. ამით ევროკავშირსა და საქართველოს შორის მეტი ურთიერთობისათვის ფართოდ გაიღო კარი, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ახალმიღებული თავისუფლება ბოროტად არ იქნება გამოყენებული. ყოველ წელს საქართველოს ათასობით მოქალაქეს შეაქვს განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით და თითქმის ყველა შემთხვევაში ჩვენი უწყებები და სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ ეს განაცხადები უსაფუძვლოა. გერმანული უწყებები ამ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართულ უწყებებთან. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ასევე ლეგალური შესაძლებლობები გერმანიაში ჩამოსვლისა და ჩვენთან სწავლის, პროფესიის დაუფლებისა თუ მუშაობისათვის. ამისათვის სხვა საბუთებთან ერთად საჭიროა ენის გამოცდის ჩაბარება და გარკვეული განათლების დონის დადასტურება. იმედია, მომავალში უფრო მეტი ქართველი ჩამოვა გერმანიაში, ისწავლის და იმუშავებს და შემდეგ თავის ცოდნასა და შესაძლებლობებს ისევ საქართველოში გამოიყენებს. ამით ორივე ქვეყანა ნახავს სარგებელს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი