logo_geo
რამაზ საყვარელიძე: საერთოდაც, ვინ ილტვის პოლიტიკისკენ?!
- +

14 ოქტომბერი. 2019. 18:16

 

„პოლიტიკა არ არის უფრო განათლებულების ადგილი“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე  ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„პოლიტიკა არის რაღაც პროფესიული ასპარეზი და ამ პროფესიულ ასპარეზზე ადამიანები ისეთებად რჩებიან, როგორებიც იყვნენ, ამიტომ დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ იმას, რომ, რადგან პოლიტიკოსები დაირქვეს, განსხვავებულები იქნებიან, გინდა - ქალები და გინდა - მამაკაცები.

 

საერთოდაც, ვინ ილტვის პოლიტიკისკენ? ეს ზოგადად ძალიან საინტერესოა საკითხია. ფეოდალურ სისტემაში ეს საკითხი არ იდგა, რადგან მემკვიდრეობით გადადიოდა მმართველობის უფლება. დემოკრატიამ კი ეს საკითხი დააყენა, რადგან თანამდებობები არჩევითია, ხოლო ამ დროს პოლიტიკა ნიშნავს ძალაუფლებას. როგორ გგონიათ, ვინ წავა პოლიტიკაში?! მხოლოდ ძალაუფლების სიყვარული არ არის საკმარისი, ალბათ, ის, ვისაც რაღაცაში სჭირდება ეს ძალაუფლება და შეუძლია მისი გამოყენება. რა თქმა უნდა, არც ერთი ფორმულა, რომელიც ადამიანებს ეხება, ასპროცენტიანი არ არის, რადგან არსებობენ ასეთებიც და ისეთებიც, მაგრამ მაინც: პოლიტიკა არ არის უფრო განათლებულების ადგილი, საგანმანათლებლო სფეროში მეცნიერები მიდიან, არც უფრო კეთილშობილების ადგილი არ არის, ვისაც კეთილშობილება აწუხებს, ისინი ეკლესიაში მიდიან. ამიტომ ძალიან ხშირად პოლიტიკაში აღმოჩნდებიან ავანტიურისტები. მარტო  ჩვენს ქვეყანაზე არ ვლაპარაკობ. ასე რომ, ძალიან რომანტიკულად არ უნდა შევხედოთ პოლიტიკას, უნდა შევაფასოთ, როგორც პროფესია. უბრალოდ; არსებობს ასეთი პროფესია, მას აქვს უზარმაზარი ფუნქციები და უნდა შევეგუოთ, რომ პოლიტიკაში ხალხზე ზრუნვით შეიძლება არც მიდიოდნენ ადამიანები, უფრო - საკუთარი კეთილდღეობაზე ფიქრით და ამის შემდეგ უფრო უჩნდებათ სხვების კეთილდღეობაზე  ზრუნვის მოტივი. პოლიტიკა ავანტიურაა და ძალიან ხშირად პოლიტიკოსები ამ ავანტიურიზმს იყენებენ ხოლმე სიკეთის გასაკეთებლად, ოღონდ მას მერე, რაც თავიანთ მიზნებს მიაღწევენ“, -აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი