„სწორად ცხოვრება უფრო მარტივია, ვიდრე არასწორად“, - ამის შესახებ მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„მაკვირვებს ის, რომ დღევანდელი სტანდარტებით კარგი 20-30 წლის წინ აბსოლუტურად ცუდს ნიშნავდა, ვგულისხმობ ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, ადამიანობით დამთავრებული, თავისი საუბრის მანერით თუ საქციელით. მაკვირვებს ღირებულების გადაფასება, რატომ მოხდა ეს, ძალიან მიკვირს. მიკვირს კიდევ ერთი რამ, რატომ არ იცის პოსტსაბჭოთა სივრცეში ადამიანმა, რომ სწორად ცხოვრება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე არასწორად. სწორად ცხოვრების დროს, როცა კანონი არის უზენაესი და ცხოვრობ სწორად , ყველა ბედნიერია. ყველას აქვს შემოსავალი და ის „მაღალი“ მანქანა, რომელზეც ასე ძალიან გიჟდებიან“, - აღნიშნავს ზაზა მარჯანიშვილი.