logo_geo
მიხეილ ცაგარელი: საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ განწირულია!
- +

16 ოქტომბერი. 2019. 13:27

 

„სიტყვა „ლელო“ ოთხი ასოსგან შედგება, რაც საკმაოდ მძიმე რიცხვია და დისონანსში შედის სამიანთან“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ხაზარაძეს სურს, პოლიტიკაში მოსვლით პოზიციები გაიმყაროს და თავი გადაირჩინოს, მაგრამ ძალიან მძიმე წარსული აქვს, გარდა იმისა, რომ ხალხს უსახლკაროდ, ქუჩაში ტოვებდა, კვირიკაშვილთან ერთად წამოწყებული ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ავანტიურაც ნეგატიურ დაღს ასვამს.

 

ადრეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვამბობ - ხაზარაძემ თავისი მოძრაობის შესახებ პირველად საზოგადოებას მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის ამცნო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ განწირულია!

 

ზოგადად 12 რიცხვი საკრალურია.1-ს პლუს 2 არის სამი, რაც ღვთიური ენერგიის მატარებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი ასეთ რიცხვს ეპოტინება, ის სულიერადაც და ზნეობრივადაც ძლიერი უნდა იყოს. სხვაგვარად ასეთი ციფრები შედეგს არ იძლევიან, მეტიც, ეს ქმედება შეიძლება, უკურეაქციის მატარებელიც აღმოჩნდეს და წარმატების ნაცვლად პრობლემები გაუორმაგოს.

 

ხაზარაძის ადგილზე ასეთ რიცხვს არ წავეპოტინებოდი. მის შინაგან კრედოს უფრო 6 შეეფერებოდა, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული.

 

გასაგებია, საიდანაც წამოვიდა „ლელოს“ დარქმევის იდეაც. რადგანაც „ბორჯღალოსნებს“ აფინანსებს და წარმატებული არიან, იფიქრა, ეს სახელი მასაც წარმატებას მოუტანდა, მაგრამ აქაც შეცდა. ლელო  რაინდების კეთილშობილური თამაშია და ამაზრზენია, როცა ეს სიტყვა პოლიტიკაში ისმის. ერთია პრეტენზია და მეორეა მისი ცხოვრების მრწამსი. რა გაუკეთა ხალხს, რამდენი გააწამა და უსახლკაროდ დატოვა?

 

გგონიათ, ეს  ენერგეტიკა იკარგება? ბუნებაში ერთი წვეთი წყალიც არ ქრება უკვალოდ. როცა იმაზე აქვს პრეტენზია, რაც არ არის, კოსმოსიდან ისჯება. გარდა ამისა, სიტყვა „ლელო“ ოთხი ასოსგან შედგება, რაც საკმაოდ მძიმე რიცხვია და დისონანსში შედის სამიანთან – 1-ს პლუს ორთან, ანუ 12 -თან. თუკი 12 რიცხვზე ჰქონდა პრეტენზია, 4 ციფრისგან შემდგარი სიტყვა  „ლელო“ არ უნდა დაერქმია თავისი მოძრაობისთვის“,- აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი