logo_geo
გიორგი სუხიტაშვილი: 13 წლის ვიყავი, უცებ იღლიაში ტკივილი ვიგრძენი, ვნახე, რაღაც წანაზარდი იყო და მიმიყვანეს ექიმთან…
- +

16 ოქტომბერი. 2019. 19:02

 

„ჩემი მშობლების რეაქციით მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა“,- ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„13 წლის ვიყავი, ოცი წელი გავიდა მას შემდეგ... უცებ იღლიაში ტკივილი ვიგრძენი, ვნახე, რაღაც წანაზარდი იყო და მიმიყვანეს ექიმთან...

 

ჩემი მშობლების რეაქციით მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა. გორში ექიმმა გამსინჯა და ისეთი სახე მიიღო, ყველაფერი გასაგები იყო. დედაჩემს უთხრა, სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეთო. თბილისში ორ დღეში ოპერაცია გამიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ანალიზის უნარი მქონდა და მალევე მივხვდი, რომ ხვალ შეიძლება არც ვყოფილიყავი, თან სადაც მე ვიწექი, ონკოლოგიურში, ბავშვთა განყოფილებაში ძალიან ბევრი ბავშვი გარდაიცვალა. ჩემს მეზობელ პალატაში ერთ გოგონას იმდენი კათეტერი ედგა, ლოგინის გარშემო ადგილი არ იყო. მიხარია, რომ დღეს კარგად არის.

 

ქიმიის დასაწყებად რომ ვემზადებოდით, გერმანულმა კლინიკამ გამოგზავნა ანალიზების პასუხები, რომ ჩემი  მდგომარეობა გამოსწორდა. როგორც კი ნაკერები მომხსნეს, ვარჯიში დავიწყე - ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დავიწყე სირბილი. მინდოდა, მეცოცხლა და ასეც მოხდა.

 

შემდეგ სამხედრო სამსახურში არ გამიწვიეს, რაც საშინლად დამთრგუნველი იყო. პენსიაც დამინიშნეს, რომელიც ორ წელიწადში მოვახსნევინე, რადგან საშინლად მთრგუნავდა პენსიონერის სტატუსი“,- აღნიშნავს გიორგი სუხიტაშვილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი