logo_geo
კახა კალაძე: ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა, როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა
- +

17 ოქტომბერი. 2019. 01:41


მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლას, საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ქართული პოლიტიკიდან გასვლას ადარებს და აცხადებს, რომ ხაზარაძემ ისე დაიწყო თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა, როგორც ბურჭულაძემ დაამთავრა.


როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს. სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას.

 

"როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები", – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შესახებ საუბრისას.

 

კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ჭორაობითაა დაკავებული.

 

„ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, რაღაც ჯანსაღი ოპონირება იქნება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიყალბეს, სიცრუეს და ჭორაობას. ის, რაც მოვიდა და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პირველივე დღიდან გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას. რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმისთვის ვადების გაგრძელებას, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და ამ პროექტის განხორციელება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი