logo_geo
როგორ შეინარჩუნა ლავრენტი ბერიამ ქართული ოქრო
- +

17 ოქტომბერი. 2019. 15:30

ქართული გეოლოგიის აკადემიკოსი, ქართული გეოლოგიის მამამთავრი ალექსანდრე ჯანელიძე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთ ისტორიას ჰყვებოდა: „1935 წლის იანვრის მიწურულს  ბერიამ თავის კაბინეტში გამომიძახა. ადრე მას არ ვიცნობდი და ამ ვიზიტს ცოტა არ იყოს, შიშით ვეკიდებოდი, რადგან მძიმე დრო იყო. თუმცა, შეხვედრის პირველმა წუთებმა ყოველგვარი დაძაბულობა მომიხსნა. მან ძალიან გულღიად  მიმიღო და შევატყვე, რომ განათლებული და უაღრესად ინფორმირებული პიროვნება იყო.

მან ასე დაიწყო:

-ამხანაგო ალექსანდრე, იცნობთ თუ არა საკავშირო დადგენილებას, ქვეყანაში ოქროს მოპოვების გაძლიერების თაობაზე?

-დიახ, ამხანაგო ბერია. მივიღე ეს დადგენილება და გავეცანი,- ვთქვი მე.

-ძალიან კარგი. მე მომაწოდეს ცნობა, რომ საქართველოში 50 ტონა ოქროს მარაგია და მაინტერესებს, რამდენად სწორი სტატისტიკაა.

-ეს ამჟამინდელი მონაცემებით, ამხანაგო ბერია. თუმცა სავარაუდოდ, ეს მარაგი ბევრად მეტი უნდა იყოს.

-მაინც,რამდენით მეტი?

-ხუთ-ექვსჯერ, შესაძლოა, ათჯერ მეტიც კი, - ვთქვი მე.

-საგულისხმო მონაცემებია,- თქვა ბერიამ და მკითხა, - აი, მაგალითად, ციმბირში ჩვენზე რამდენად მეტი ოქროს მარაგი იქნება?

მე თავი გავაქნიე და ვუთხარი:

-ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მისი ჩვენს მარაგთან შედარება იგივეა, რწყილი სპილოს რომ შევადაროთ-მეთქი.

 

ბერია ჩემმა სიტყვებმა გაამხიარულა. ცოტა ხანს ჩაფიქრდა და უკვე სერიოზული სახით მითხრა,- თებერვლის  დასაწყისში  საქართველოში საკავშირო სამინისტროდან სპეციალური ჯგუფი ჩამოდის ოქროს მოპოვების საკითხებზე. ჩვენ კი ისე უნდა ვქნათ, რომ მათ აქ ოქროს მოპოვება არარენტაბელურად მიიჩნიონ და ეს დასკვნაშიც უნდა აისახოსო...

 

ბერიას სიტყვები იქვე გავიაზრე და მიხვდი, თუ რაოდენ სახიფათო იყო ასეთი რამის გაკეთება. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ მცდის ან პროვოკაციას ხომ არ აქვს-მეთქი ადგილი. მაგრამ ბერიას სახეზე ამგვარი ვერაფერი შევატყვე.

 

ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ საკავშირო კომისიამ უარყოფითი დასკვნა ჩაუტანა სტალინს კრემლში და მას მეც ვაწერდი ხელს. შემდგომ კიდევ არაერთხელ მომიწია ბერიასთან შეხვედრა და ის ყოველთვის მეუბნებოდა,-კარგია, რომ რწყილი არ გავატყავეთო“.

 

ზემოაღნიშნული ისტორიიდან სრულიად აშკარაა, რომ ლავრენტი ბერიამ ქართული ოქროს მარაგი არ გახსნა და ის თავის მშობლიურ ერს შეუნახა. მას კარგად ესმოდა, რომ ოქრო სტრატეგიული ბუნებრივი სიმდიდრე იყო და ალბათ, ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან, თავის სამშობლოს გამოადგებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი