logo_geo
ბესიკ ხარანაული: პოეზია გამოხატვის საშუალებაა... ნათქვამიც მაქვს: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებს
- +

17 ოქტომბერი. 2019. 18:45

 

 

„საბჭოთა ნაწარმოებების გარდა, სიყვარული არსად შედგა, არც „ლეილმეჯნუნიანში“ არც „რომეო და ჯულიეტაში“,- ამის შესახებ პოეტი და პროზაიკოსი ჟურნალ „გზასთან“ინტერვიუში საუბრობს.

 

„პოეზია გამოხატვის საშუალებაა. ჩემთვის ყველაფერი წიგნია: ცაც, ბუნებაც, ადამიანიც. სიყვარული? ქალის და კაცის ურთიერთობა ხომ ჩვენთვის საზღვარია სიყვარულის! არადა, სიყვარული გაცილებით მეტია და უცნობი, ვიდრე ქალისა და კაცის სიყვარული და ერთად ყოფნაა. დაუკვირდით? საბჭოთა  ნაწარმოებების გარდა, სიყვარული არსად შედგა: არც „ლეილმეჯნუნიანში“, არც „რომეო და ჯულიეტაში“... „ვეფხისტყაოსანს“ რაც შეეხება, რუსთაველი ეგრე არ დაამთავრებდა. ქორწილი რაღა არი, რო? ის ეპილოგი მერე მიმატებული მგონია. ეს ამბავი სივრცეში უნდა გაწყვეტილიყო იმიტომ, რომ სივრცეშია გაწყვეტილი თვითონ რუსთაველის და თამარ მეფის ცხოვრება... ეტყობა, დასრულებული არაფერი ვარგა... მითქვამს, საინტერესოა, რა იქნებოდა, იმ წუთშივე რომ იწერებოდეს ყოველი განცდა-მეთქი?...

 

ახლა, მაგალითად, ძალიან ცუდ დღეში ვარ: ქაღალდი და კალამი სულ გვერდით მიდევს. სულ სახიფათო მდგომარეობაა: როგორც ნახირი შედის პატარა გასასვლელში და ერთმანეთს აწყდება, ხანდახან ასეა აზრებიც და უნდა მოვასწრო დაწერა. ნათქვამიც მაქვს: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებს“, - აღნიშნავს ბესიკ ხარანაული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი