logo_geo
ნიკო ლეკიშვილი: გეტყვით, თბილისელად თავი პირველად როდის ვიგრძენი...
- +

18 ოქტომბერი. 2019. 13:31

 

„მეგობრის გამო ფული ჯიბეში ნაკლები უნდა გქონდეს, ის რომ ცუდადაა, ღამეები უნდა ათენო, ესაა თბილისელობა“,- ამის შესახებ ქალაქის საპატიო მოქალაქე და ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„როდესაც იგრძნობ, რომ აქ ქალაქს სჭირდები, როდესაც გაქვს განცდა, რომ პატრონი ხარ, რაღაც გაფუჭდა, ვიღაცამ დაანაგვიანა, ვიღაც ცუდად იქცევა და ეს გაღიზიანებს. შენს მეგობრებთან ურთიერთობაში წაგებული უნდა იყო. მეგობრის გამო, ნაკლები უნდა გეძინოს, ფული ჯიბეში ნაკლები უნდა გქონდეს, ის რომ ცუდადაა, ღამეები უნდა ათენო,-ესაა თბილისელობა, ესაა ქუთაისელობაც, სხვა ფილოსოფია კი არ არის. გეტყვით, თბილისელად თავი პირველად როდის ვიგრძენი. 12 წლისა ზღვაზე დასასვენებლად ვიყავი. თბილისში დილის 6 საათზე დავბრუნდი, მატარებელი ამ დროს ჩამოდიოდა. ჩემი სადარბაზოს კედლებზე ულამაზესი ორნამენტები იყო და რომ შევედი, გული გამისკდა. ის დამხვდა, რაც ახლა თქვენ ნახეთ. კედლები ლურჯად და ჭერი თეთრად შეეღებათ. ძალიან განვიცადე. 28 აგვისტო იყო. მეორე დღესვე აღმასკომში გავიქეცი. მივედი, ვიკითხე, ასე დამხვდა, ვინ და რატომ გააკეთა -მეთქი? იმ ადამიანთან  მიმაგზავნეს, რომელიც ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო. სხვათა შორის, მე რომ აღმასკომის ხელმძღვანელი გავხდი, იმ კაცს ეგონა, მოვხსნიდი. ის რა შუაში იყო, სულელური გეგმა ჰქონდათ. მაშინ კი მთელი ამბავი ავტეხე, მივხვდი, ჩემთვის სულ ერთი არ იყო, ჩემს ქალაქში, ჩემს სოფელში, ჩემს სადარბაზოში რა ხდებოდა...“ - აღნიშნავს ნიკო ლეკიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი