logo_geo
როლანდ ოქროპირიძე: არ მიყვარს საკუთარი ქვეყნის ლანძღვა, ეს რა უბედურებაა, რატომ უნდა ლანძღო?
- +

18 ოქტომბერი. 2019. 15:18

 

„ბოლო დროს ქართველებისგან ხშირად მესმის, ჩვენს ეროვნებას აკნინებენ“,- ამის შესახებ მსახიობი როლანდ ოქროპირიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ქართველი გახლავართ, ეს ძალიან მიხარია. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოჯახი და ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ. ბოლო დროს ქართველებისგან ხშირად მესმის, ჩვენს ეროვნებას აკნინებენ, ჩვენ რა ერი ვართ და ა.შ. თან თითქოს ამით კაიტიპობენ, ეს ძალიან მაღიზიანებს. ვთვლი, რომ მსოფლიოში  ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე ვცხოვრობთ და ერთ-ერთი საუკეთესო ერი ვართ. საქართველო და ქართველი ხალხი სიგიჟემდე მიყვარს, ჩემი ცუდი სხვის კარგს მირჩევნია. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ისეთი რამეები მინახავს, ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი რამ აქ არ ხდება. არ მიყვარს საკუთარი მშობლის, ქვეყნის ლანძღვა, ეს რა უბედურებაა, რატომ უნდა ლანძღო? შეიძლება მიანიშნო შეცდომაზე, რომ გამოასწოროს“, - აღნიშნავს რონალდ ოქროპირიძე. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი